↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გასწიე სკამი ისე, რომ

გზირიშვილი ქეთი

2026-07-181 წთ საკითხავი2582 ნახვა

—
გასწიე სკამი ისე, რომგაიხრიალოს ამ უფერო იატაკზე..ისე, რომავიფარო ყურზე ხელი..ისე, რომგავიდე.გასწიე სკამი,რომ არ ჩამოვჯდე.რა დროს ჯდომაა, როცარუხია ცადა დღეს იწვიმებს.ჩემი გახვრეტილი ქოლგაარ მისცემს ცას ნებას –შემეხოს თმაზე,მაგრამ ცა მაინც შეძლებს,შემამჩნიოს წარბთანვერტიკალური ხაზი,დამინამოს ნიკაპი დაკიდევ უფრო უტყვი და მოღუშულიმიმაცილებს სახლამდე.ჰოდა,ასე სჯობს –გასწიო სკამი,კიდევ ერთხელ,საპირისპიროდ –წინიდან უკან,ანდა გადადგა,მოაცილო,რომ არ დამცალდეს ფიქრიფეხის ფეხზე გადადებისას,თვალგაშტერებულს..დღეს ცა რუხია,დღეს ცას ჩუმად სურს ადევნებადაბნელებამდედა მეც ნებას ვრთავ.

გზირიშვილი ქეთი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი