პოეზია · ლირიკა
ლოცვა
როცა არავის ვწერ,კალამს ვღრღნი დათავზე ცხვრები მახტებიან.ვითვლი...დიდი ფარაა,ჭრელი და უყოჩო.აქნევენ ცხვრები ფართო დუმებს დაწვრილ კბილებს მიკრაჭუნებენ.
მომე მარცვალი,ორმო დავცალე...
– სალამური, ტუჩაქერცლილი –თოხი შენი.ამოაცალე სარეველები,ამოაცალე სარეველები,გააფხვიერე.
როცა არავინ მიყურებს,კუთხეში ვდგები დაზურგზე მატყლს ვიგროვებ.თოვლქვეშ იის ფესვებიანაგაზების ამარადარჩენილი ფარისთვის.მტკივა მუხლები.
მზევ, ფარდაგზე გაგიგორდი,თვალი დავხუჭე...ცხვრებო, გამეცალეთ!ცხვრებო, ათასამდე…