პოეზია · ლირიკა
* * * გითხარი...გეწყინა
გითხარი...გეწყინა, ბავშვივით გაწითლდი,ბავშვით დამტუქსე თან:„რა ცუდი ყოფილხარ... მომეშვი... გამცილდი...როგორ გამიბედე თქმა“.არაო, თავს იქნევ სასტიკად უარობ,მეძახი ცუდსა და შლეგს,მე კი, ასე ცუდი, მეგობრებს ვუამბობ -როგორი კარგი ხარ შენ.