↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ბავშვობაში გაზაფხულზე

ნიშნიანიძე შოთა

2016-09-121 წთ საკითხავი24951 ნახვა

—
ბავშვობაში გაზაფხულზემივდიოდი ერთხელ ტყეში,არაფერი ამნაირიარ მინახავს მე ჩემს დღეში.ტყე გალობდა გუგუ-გუგუ,ტია-ტია, ჟრიკ-ჟრიკ, ჟრიკ-ჟრიკ...აპრილი კი მართლა ჰგავდასამოთხიდან მოსულ შიკრიკს,უცებ ხის ტოტს გამოვედე -გავილუმპე თბილი ლეშხით,ტანში გამცრა... გამაჟრჟოლადა მოიღო გულმაც რეჩხი,ავიხადე, თავზე მადგა ჩიტისბუდე-უფლის პეშვი...არაფერი ამნაირიარ მიგრძვნია მე ჩემს დღეში...
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი