↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

***(და როგორციქნად გადაბმული ძველი სპირალი)

გეთიაშვილი რეზო

2016-09-121 წთ საკითხავი11710 ნახვა

—
და როგორციქნად გადაბმული ძველი სპირალიდა ჩაიდანში მიკრობების დეზინფექცია,მეექვსე დუბლი – გაცინება კოკისპირული...ეს ძველი წყალი დილით ადრე გადაგვექცია.
ან გაღიმება – ბაგეების ძველი ბარდანიჩემს ღამეებზე, კორიდორში წრფელი გინება,პირველ ყოვლისა, ვიცი, მორწყავ ჯუჯამანდარინს,როგორც ფავორიტს... კაქტუსები, მერე გვიმრები.
გარეთ თავხედად ამოსული მთვარე – დებატიდა ნაწვიმარში გაფანტული წვრილი გროშივით,შიგნით სიშიშვლე – ჩამოშლილი დამწვარ მხრებამდე,ცარიელ პურად რომ მომშივდი და რომ მოგშივდი.
ეს იატაკიც დილით ადრე გამოგეგავა,ივლისის ათი სადაცაა სარკმელს მილულავს,რათა ერთხელაც ითამაშო ქალი მეძავად,რათა ერთხელაც გაიცინო კოკისპირულად.
გეთიაშვილი რეზო

გეთიაშვილი რეზო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი