პოეზია · ლირიკა
(მხოლოდ და მხოლოდ ყოველივე ამასთან ერთად...)
მხოლოდ და მხოლოდ ყოველივე ამასთან ერთადშენ წვიმამდე ხარ გალუმპული და პირველ დღემდედა შეგვიძლია დავანებოთ თავი და ბოლოგასეირნება მოიწყინო და ასე შემდეგ.
შენ არ ხარ ბავშვი, არც ვენახი და მზე და მთვარე,არ ამოდიხარ, როცა ყელში გროვდება ბოღმა.ჩადიხარ სინდისს, როცა ბოლოს გტკივდება თავი,რამეთუ კრახი განიცადა კაცების დოღმა
და უზოგიერთიმათგანოდ, უცხოდ და პონოდფიჭვის სურნელი გაიღიმე ვითარცა წალდი,შენ არ ხარ სუსტი, არც ვარსკვლავი, თეთრი და პორნო,უსმენ მეექვსე სიმფონიას, ეპიზოდს, წყალდიდს,
ღიმილის ფონზე, უტკივილო კილო და გრამმადა უმიზეზოდ საშუალო სიმაღლის შედეგსდაბლა ძაღლები ახველებენ თავისთვის, მაგრამმათ უნდათ სითბო, მოფერება და ასე შემდეგ...
უსმენ მეასე სიმფონიას, ტელეფონს, მინორს,მიღებული გაქვს ყველა ფიცი და ყველა აბი,რომ კვირის თავზე თანატოსმა გიშვილიშვილოსდა თვალებიდან გადმოგცვივდეს წვიმა და შაბი.
მერე სიბერეს მარტოობა საფუძვლად უდევსდა გენატრება შიგადაშიგ ძვირფასი დედა,რომელიც დღეებს ანსხვავებდა - კარგებს და ცუდებს,მხოლოდ და მხოლოდ ყოველივე იმასთან ერთად.