↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ულამაზოა ახლა გაქცევა, ულამაზოა..."

გეთიაშვილი რეზო

2026-07-181 წთ საკითხავი11710 ნახვა

—
ულამაზოა ახლა გაქცევა, ულამაზოადა ერთადერთი,თორემ ჩამომდგარ ცარცის ვაგონებს, შენში ჩამომდგარვაგონებს-მეთქი,თორემ ბავშვობა - ესეც კეთრია, ესეც არ იყოსდა არც ფანჯრები,ორშაბათს მაინც უხმოდ გეტყვიან, ორშაბათს მაინცუხმოდ დაჯდებიდა მიუფიცხებ უამურ ღამეს, უამურ მზერას,უამურ სიზმრებს,შენი სიკვდილი, როგორც სუფიქსი, გარინდებისასგაკლდება ისევ.ულამაზოა ახლა დარჩენა, უკვე წააგე,უკვე დანებდი,უკვე მოვიდა ღამე საშენო, ყველა გრძედით დაყველა განედით.უკვე მოვიდა სპლინი საშენო, ცოტა ხნის წინათთავს რომ ირთობდი,დიდი ცოდვების დიდი სიჩუმე რომ დაგერღვიაბოლოს თვითონვედა მოგექსოვა პატარა მითი, პატარა მხარედა საყვარელიდა თავმომწონედ მოკაკვე თითი და გადაფარეძველი ვალები,რომ გადაუსვი ყველა ხაზს ხაზი, ყველა აზრს აზრი,ყველა ღმერთს ღმერთი,რომ ცოცხალია ბებერი ჩარლზი, რომ ნაზად მოკვდაძვირფასი ჰეთი.ულამაზოა ახლა მარტი და ულამაზოადა უსათუო,ქუჩაში მიდის ვიღაც მატილდა, ვიღაც ფატმანი,ვიღაც ხათუნი.
გეთიაშვილი რეზო

გეთიაშვილი რეზო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი