პოეზია · ლირიკა
* * * ბელას
ახლა ჩვეული მოწყენაა და ალუბალიბაღში. ვიგონებ შუაღამით. ძველი მეგობრით.შორეულ დღეებს. ვთამაშობდით დამალობანასმე და სიკვდილი. და ჯერ-ჯერით ვინაბებოდით
შენს ჩვეულებრივ სამყაროში. ახლაც ჩვეულიოღონდ რაღაცის დასასრულის მაუწყებელიგაღიმებაა. ღიმილია. გახლეჩილია.და ბაღშიც დიდი ხეებია. საუცხოოა.
მეტი სპლინია. წყვეტილიდან გამოსარიყი.კაპრალი. თანაც გასარითმი ახალ საგნებთან.მე მაოცებდა. მამშვიდებდა. თითქმის არ იყოსიკვდილი შენში და სიკვდილიც რას მომაგნებდა
შენში. ეს იყო ერთმანეთი ახლო ხედიდან.ოპერა. სადაც დავდიოდით მავანებივით.ჰეინეკენი. სადაც რაღაც სხივებს ვხევდით დათვალები. სადაც ქალაქები გავანებივრეთ.
და წუხელ. თითქოს. და ხელები თვითონ მელაგა.ახლა ჩვეული მოწყენაა და ფერებია.რაღაცის გამო გამოვდივარ შენგან. ყველასგან.ბაღში. და ვდგავარ დასასრულის ტრაფარეტივით.