პოეზია · ლირიკა
*** "როცა თვალებში შემოდიან თბილი ნისლები"
როცა თვალებში შემოდიანთბილი ნისლები,კაპილარებში, ოთახებში,ძვლებში, ხსოვნაშიდა ბავშვობაში,სამოთხისგან ისე იცლები,როგორც ამ კერძო ხრწნისავტორი და პერსონაჟი,როგორც სიკვდილი გაღვიძების გამო,ან კიდევ,ვინ მოიგონა,რომ მაგიდებს სხვები უსხედან,შენი ღამიდან ვარსკვლავებიჰგვანან ჭანჭიკებს,არც შენ წაგშლიანჭანჭიკების გრძელი ნუსხიდან.როგორ დაგღუპეს ოცნებებმა დარა იცოდი,წინ სიჩუმეა და არაფრის მთელი ლირიკა,იყმუვლე მაინც,რომ ამ ფუჭი მარადისობისდიდი სხეულიტკივილებით მოასვირინგო.ეს სუსხი ისე ახალია, ისე ცხელია,გინდა-არ გინდა, სჯობს თუ არა,ვითომ _ არც ვითომ,მე შემინდვია ყველაფერი,სხვას რა ხელი აქვს,ისე მძაფრია ყველაფერი,უნდა გაწყვიტო.