↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** (ჯერ სიყვარული კაბასავით გამოიცვალე)

გეთიაშვილი რეზო

2016-09-121 წთ საკითხავი11712 ნახვა

—
ჯერ სიყვარული კაბასავით გამოიცვალე,სარკემ იხილა შენი მხრების შიშველი მზერა,მერე იწვიმე ნაწვიმარი, ბობის საცოლესმეგობარივით ვეყვარები, ძალიან მჯერა.
თეთრია არა? გაგხდიან და ღამე ჩაიცმევს,დაკარგულ სულში შოფ–ტურებზე იჩუმკისკისებ,გამხდარ ოთახში მოგიტანენ ვნებას საინძე,დაშაშრულ ტუჩებს შეექცევი მერე ვისკიზე.
ძალიან მჯერა და დავყურებ ქალაქს ზემოდანდა ისიც ვიცი, მიატოვე ჰანტელი, სინდი,ესხვაფერები ოცნებების ახალ ჩემოდანს,ბობი ნამდვილი ვაჟკაცია, ვფიცავ სინდისს.
ეს ექვსი თვეც და მარტის სამში გაჩუქებს იას,ნაიმწუთარი მოგონება დარჩება ცალკე,მიდი, იწვიმე, ინაწვიმრე, ნუ გეშინია,საიდუმლოებს საუკუნოდ ინახავს სარკე.
გეთიაშვილი რეზო

გეთიაშვილი რეზო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი