პოეზია · ლირიკა
* * * "ცაც კი დაძველდა, (დაუფიქრდი...)"
ცაც კი დაძველდა (დაუფიქრდი,უკვე რამხელადროა გასული), მიაცოცებსღრუბლებად ხავსებს,გყავს არაფერი (არაფერი),თუმცა, ნახე რაშვენიერია - სიცოცხლით დასიკვდილით სავსე.
ბინდდება, რჩება, აღარ გრჩებაალტერნატივა,გრჩება ქალაქი (მისაღებიუკვე სრულებით)სამოგზაუროდ, განაჩენად,თანაც ნახე რამშვენიერია - ღალატებით,სიყვარულებით.
რა მოხდა, თუკი აღარა ჰგავსღმერთის ნახელავს,ღმერთი (მაღალი), იცი, სადაცშეასაბამო,გიშენებს სიზმრებს (აგარაკად),თანაც ნახე რამშვენიერია - შიშისა დასიმშვიდის გამო.მიიღე!მიდი!სიმბოლურად, ჩუმად, ნახევრად,ფიცად, ხუმრობად, გამოწვევად, თხოვნად, ძახილად,შეურაცხყოფად, კომპლიმენტად, სახედ, სახელად(მშვიდად), კანონად, დასაცავად, გადასახევად,დოზად, გრადუსად, სუბოტექსად, ოღონდ ისეთი,როგორიც არის, უპირობოდ, თანაც ნახე რამშვენიერია - ცოდვისა და შენდობისათვის.
ცაც კი დაძველდა, დაუფიქრდი,უკვე რამხელადროა გასული, მიაცოცებსღრუბლებად ხავსებს.გაქვს დასაკარგი არაფერი,თუმცა, ნახე რამშვენიერია - სიცოცხლით დასიკვდილით სავსე.