↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფეხბურთი

იათაშვილი შოთა

2020-08-121 წთ საკითხავი6928 ნახვა

—
1.მარდად გადაიცვი მაისური.მარდად გახურდი.მარდად გადი მოედანზე და ბურთს დაეუფლე.მარდად დაარტყი,მარდად გაიტანე გოლი,მარდად იზეიმე,თორემ გამოვლენ მოედნის კიდეზეელექტროტაბელით ხელშიდა მარდად გამოგცვლიან -გრძელია სათადარიგოთა სკამი.
2.შეხედე პელეს,უხარისხო ყავის რეკლამას,შეხედე მარადონას,გასუქებულს ბუდას კარიკატურასავით,გაიხსენე ესკობარი,გულშემატკივართა მიერ დაბრედილი -და გაიხადე მაისური,დატოვე სტადიონი,ჩაქინდრე თავი.
3.მშვიდად გადაიცვი შავი მაისური,სასტვენი მოიმარჯვე,წითელ-ყვითელი ბარათები ჯიბეში ჩაილაგე,გადი მოედანზე,უსტვინე, იქნიე ხელები,ლანძღვა-გინება აიტანე -ნუ იჩქარებ,დროზე ადრე არ გამოგცვლიან.
4.იყიდე ბილეთი,შედი სტადიონზე,იპოვე შენი ადგილი,დაჯექი,უყურე, როგორ დარბიან ბედისწერის შესაცვლელად,შენს გასახარად თუ გულის გასახეთქად.მზესუმზირა აკნატუნე,ნუ იდარდებ,მათი სირბილით შენი ცხოვრებაარ შეიცვლება.
5.წამოგორდი ტახტზე,პულტი მოიმარჯვე,ჩართე ტელევიზორი.ყველაფერი შორს ხდება.შორს ფეთქდება ბომბები,შორს მღერიან და ცეკვავენ,შორს გააქვთ და ვერ გააქვთ გოლები.შორს იტანჯებიან.
6.მარდად გადაიცვი მაისური.მარდად გადაიცვი.
7.ყველგან გამოგცვლიან.
იათაშვილი შოთა

იათაშვილი შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი