პოეზია · ლირიკა
სტალინგრადი პარიზში
პარიზში სტალინგრადის სახელს ატარებს: მოედანი, მეტროს სადგური, სანაპირო, კაფე.
გმადლობ, პარიზო, რომ ეს სახელიშემოგინახავს სამარადისოდ,წვეთში ჩაღვრილი დღე რომ ცქრიალებს,თითქოს ცრემლია სტალინგრადისა,გმადლობ, პარიზო, რომ ეს სახელიშემოგინახავს სამარადისოდ!
ცრემლი სიმწრისა და სიხარულისშენს შემოდგომურ რტოებზე სხედან,ძნელია, მაგრამ შენ ეს სახელიარ გაგიცვლია, მე ამას ვხედავ.
ორმოცდახუთის გმირი მაისიამ მოედანზე ისევ მაისობს,შენ რომ სტალინგრადს უთხარ მადლობა,იმ მადლობისთვის გმადლობ, პარიზო!
1972