↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თბილისო, ჩვენო თბილისო!

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-131 წთ საკითხავი20048 ნახვა

—
თბილისო, ჩვენო თბილისო,გიჟღერდეს ფეთქვა გულისა,პირს დაიყარე ვარდებიათასი გაზაფხულისა!გამარჯვებულო ქალაქო,ჩვენო ლამაზო, მზიანო,თბილისო, ჩვენო თბილისო,ახალ დიდების ზიარო!ჩვენი აკვანი ― თბილისი,ჩვენი ემბაზი მტკვარია,თბილისი სიცოცხლე არი,სიცოცხლეც მისგან მტკბარია!დედის რძით ნაზელ კირითანაშენი ზღუდე გავლია,ხმლით სიკვდილს მიჰგებებიხარ,სისხლით გზა გაგიმტკავლია!არ მოიხარე, არც გატყდი,ვერც შეგიცვალეს იერი,ბევრი გიზრდია დამცველიახოვანი და ძლიერი!ბევრიც გაბრწყინდა შენს ცაზე,როგორც სამშობლოს მნათობი,ბევრმა დალეწა მტრის რაზმიძველებურ გოლიათობით.ვერ დაბრუნდება მრავალიც ―სანგარის პირას მძინარი,ვეღარ ჩაუვლის შენს ქუჩებსბევრი ქოჩორა მცინარი!მაგრამ მათ მარად აცოცხლებსშენი მზის სუნთქვის ძალები,შენი უკვდავი დიდებითშემოსე მათი ძვალები!გამარჯვებულო ქალაქო,ფეთქვა ხარ ჩვენი გულისა,პირს დაიყარე ვარდებიათასი გაზაფხულისა!ათასი წლობით იცოცხლე,ჩვენო ლამაზო, მზიანო,თბილისო, ჩვენო თბილისო,ახალ დიდების ზიარო!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი