↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თბილისის ოსტატები

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19203 ნახვა

—
აქ ადიდებდნენ დამპალ კინტოს, თათრულ მუხამბაზს,აბანოს წვირეს, შუა ბაზრის კორიანტელსა,გაბერილ შარვალს, ყარაჩოხელს... (გასამხელია?)
აქ ივიწყებდნენ ფიროსმანის მზიან მუშამბას,ბექა ოპიზარს, ოსტატობის წმინდა ანდერძსა,აქ ივიწყებდნენ ძველ პოეტებს ოქროსყელიანს...
ვხედავ მათ ნათელს, შარავანდედს სცვივა ფანტელი:ათი ათასი მთაწმინდაზე ბრწყინავს სანთელი,თავს დაგნათიან, სატახტოო, დიდო, უკვდავო, -რომ მათმა სხივმა სამუდამოდ გაგასუფთავოს!
1928
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი