↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თბილისის განთიადი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-133 წთ საკითხავი20050 ნახვა

—
აქ ყველა ბიჭი საზანდრობს,ყველა ჰკვეხს წინაპარითა;გულამოჭრილი საზამთროშემოგანათებს პარვითა.ელავს აივნის ნოხები,ტაბაკზედ ― ალიბუხარიდა ბურში ორთქლავს ხოხობიაქ ჩახარშული მდუღარით.ამტყდარა მღერა ბაღიდან,აკლდამებიდან გუგუნი,მთაწმინდის ცეცხლით გაღიმდაგარემო გადაბუგული.კაშკაშებს სხივთა ბარაქითმტკვარი ნაპრალში გდებული;დგას ხეტეველთა ქალაქი ―ზურგზედ კლდე მოკიდებული...გამოველ.მსურდა ყვავილილამაზ ქალისთვის მეყიდნა,დაჭრილ ხევსურის თავივითმთვარე მთებს გადმოეყვინთა.ქაშუეთს ფერი დაჰკრავდა,ვარსკვლავის სხივზე თბებოდა,ცილა, დაღვრილი ვარსკვლავთა,ქაშუეთს ეწებებოდა.ბაღით სურნელი მოვარდა,სადაც რეჰანი ეთესა,მე გავიგონე, მოჰვარდაქვა ნარიყალის კედელსა.მესმოდა ბავშვთა ჟივილი,თემური კალოს ლეწავდა,იტეხებოდა ტკივილითძვალი, ქცეული ლერწადა.შორს ცხენჭენებით დაჰქროდნენყაბახის მობურთალები:მათ საყურებლად დაგროვდნენცისფერთვალება ქალები.მე გავიგონე დაირა,ხმა ხაბარდიან ტაშისა,იადონს გაეშაირამღერალი ყიზილბაშისა.მე გავიგონე, მთვარეში,როგორ ყიოდა მეტივე:― თბილისისაკენ დავეშვი,ვეღარ კი შემოვეტივე!ხმები მესმოდა, არავისრაც აღარ ეყურებოდა,აჩრდილთა ხროვა მზარავიყორეზე დაეყრებოდა.ვიჭერდი უანკესოდა,მთვარის ნამქრალი ზოლითა,და ძველი მიწა კვნესოდა:სისხლით, ცრემლით და ბოლითა,ბინდი კი ბინდზე ირთხმოდა,წყვდიადი ყორნის ჯიშისა,მამლების ტაში ითხოვდამზეს ― ქვეყნის სარაჯიშვილსა.გავხედე, ცის ერთ კუნჭულთანრძე მოჟონავდა ძუძუდან;დაჩნდა სინათლე ლალივით,კალმახის წითელ ხალივით...
*როცა ცისკარმა მეტეხზეღამის ღვარები მილამა,წყალში გამოჩნდა მეთევზე,ბრწყინვა დაიწყო დილამა.ჩანდა ნაკვალი ვარსკვლავთადა ნაოთხალი მთვარისა,და თავს ქაშუეთს აკლავდახმა მომტირალი თარისა.მაგრამ, ეძინა გრიგოლსადა ვარდსაც წინანდალისა,და იმ გულს აღარ ესმოდა,ვინც ეს ხმა წინათ ალესა.არც მტკვარს ესმოდა, არც ყაბახს,აივნებს ჩუქურთმიანთა,შეეფრქვა ტივებს და თაბახსდა ისევ კუბოს მიადგა.ხმა ქცეულიყო ჩონჩხადა,საფლავის ნამტვერალადა,მხოლოდ მეთარეს კრუნჩხავდაძველ სიყვარულის ბალადა.მხოლოდ უსმენდნენ შაშვები,კარები არსად გაიღო ―დამტაშებელი ტაშებისაფლავში გამომპალიყო...
*გადმოვიხედე თბილისზე,თითქოს აენთოთ ხონჩები,შემოჰხვეოდა დილის მზეყვითელი ოქროს ფოჩებით.აღარ ახსოვდა ტოლები,ნინევია და ბაღდადი,არც მტრის დარტყმული ტორები,სისხლის ცრემლების ღაღადი.არც ის, ვინც გული ატკინა, ―მოძალე სამარყანელი;დიოდა მტკვარი ხმატკბილად,გაღმა ჰყვაოდა ყანები.თბილისს ეღვიძა ქორივით,გული კლდით ჰქონდა გებული,მოსჭექდა ხალხის მორევიშრომისთვის გარიგებული.ხმა ვაჟკაცური, მედგრული,გუგუნით ყალხზე დგებოდა:ხმა ერთი ძალით შეკრულიეხოებს ეხეთქებოდა.ჩემი ლამაზი ქვეყანაამ დიდ ხმებს გადაეყვანა!წარსულის ნამსხვრევ-ნალეწითბილისის მთებზე ეყარა.ძირს ლომკაცები სცვეთავდნენლოდებს, რომ აჩნდათ ჭრილობა, ―თბილისს გაჰქონდა მცხეთამდეთავისი მხარგაშლილობა!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი