პოეზია · ლირიკა
„ხელსახოცსა გადმოგიგდებ“
გიორგი ლეონიძე 1899–1966
―“ხელსახოცსა გადმოგიგდებ,ოქრომკედით მოქარგულსა“ .― შიგ დამწვარ გულს ნუ გამიხვევ,იოლად ნუ გზავნი ნურსად;მე ისედაც ტვირთი მაწევს,გზას ვერ ვიგნებ ბაიბურსა,შენი გული რისთვის მინდა,ჩემი როცა ჩაილურსმა!”ხელსახოცსა გადმოგიგდებ...“― ნუ, ნუ მახვევ ოქრომკედსა,ნუ დამახრჩობ ხელსახოცით,ლექსის ძარღვს ნუ დამიკეცავ,სიმღერების ბოლი მახრჩობს,მოგუბდა და ყელს მილეწავს;შენი ოხვრა რისთვის მინდა,შენი ტკბილი სინაზეცა!„ხელსახოცსა გადმოგიგდებოქრომკედით მოქარგულსა“!― ნუ იმეტებ, მშვენიერო,ნუ გაუშვებ მარტოს ნურსად,თუ იმეტებ, გაიმეტე,წყალს მიეცი ჩაილურსა,შენი გული რაღათ მინდა,როცა ჩემი ჩაილურსმა!― ხელსახოცსა...― ხელს გაკოცებ,თუ გამიხვევ მუჭა ნუშსა!