↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მთაზე ირემი კვდებოდა

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19199 ნახვა

—
მთაზე ირემი კვდებოდა...ბრუნავდა, რქაზედ დგებოდა,ხარბად ჰხედავდა ხეობებს,სიცოცხლე დაჰმარცხებოდა...ირმის ყვირილის ნახმევიხეობებს ეხეთქებოდა...მზე ჩადიოდა წითლურად,ამოსვლა ეეჭვებოდა...ჩამავალი მზის ნაბრწყენითვალებზე ებეჭდებოდა,უძახდა ვაჟა-ფშაველას,ბრუნავდა, რქაზედ დგებოდა,მთაწმინდის ცრემლის ნახმევიჩარგლის გორს ეხეთქებოდა.მთაზე ირემი კვდებოდა...
1966
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი