↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მოგეპარება ვეფხვივით ლექსი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19201 ნახვა

—
მოგეპარება ვეფხვივით ლექსი,გულზე დაგადებს ალმასის ტორებს,გაავლებს კლანჭით სისხლიან ნაღარს,თმაში - ჭაღარის ყინულებს სტოვებს.
ჩალმადადგმული იანიჩარი, -მოქშუის მთვარე, გული გააპოს.წარსული ტყვეა - მხოლოდ ანჩარის,ყველა ფურცელზე შხამი ლაპლაპობს.
ვინ გაექცევა ლექსების ხმალსა,ლექსის ჯვარიდან ვინ აგხსნის მკლავებს,რაღაც ატირებს მდინარის ხმასაცდა ჩარიგებულ ცაში ვარსკვლავებს,
რაღაც ატირებს თვით დედამიწას,რომ მომავალში ნახოს ოცნება,ამოითხრება ტირილში სულიდა ფესვიანად გაიტყორცნება!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი