↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * დარიალის კლდემ არ იცის ხავსი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19205 ნახვა

—
დარიალის კლდემ არ იცის ხავსი,და საქართველოს ვაზმა სიბერწე!ქართველი ხალხის სინათლის თასიშოთას გულიდან გამოვიძერწე!ქართველი ხალხის სიმაღლის ფასიმე, იალბუზის ვიგრძენ კიბეზე!როცა დავხედე მღელვარ ცხოვრებას,მატიანეთა გაშლილ ეტრატებს,იერიშებზე სისხლის ცხოებას -ქართლის დიდება ვიგრძენ მეტადრე.როგორც ორაგულს კასპიის ზღვაშიარაგვის ჩქერი მოეწყურება,ნაპირს ასკდება დაჭრილი ქვაში,დე, შეუღებონ მკერდი წყლულებმა, -ისე ვისწრაფვი შენდა მარადღე;მამულო, დაჭრილ სულისკვეთებით.მომეცი ბინა, გინდ შენს შარაზე,გინდ შენს წინწკალშიც კი დავეტევი!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი