↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ორშაბათის ღამეში

ბედიანიძე დალილა

2026-07-181 წთ საკითხავი2481 ნახვა

—
ორშაბათის ღამეშითეთრი მთვარე _ თუთა!დედა, გარეთ გამიშვი,სული შემეხუთა.
დედა, გარეთ გამიშვი,შევუერთდე მთვარეს...ვარსკვლავების თარეშიიკლებს არე-მარეს.
ამქვეყნისა არა ვარ,მთვარე მიხმობს ბედადდა ცხოვრების კარნავალსვერ ავყვები, დედა!
დედა, გემშვიდობები _ამირჩია მთვარემდა რჩეულთა მშობლებისხვედრი მიითვალე.
ორშაბათის ღამეშითეთრი მთვარე _ თუთა...დედა, რა ხმა გამეცი,მთვარესავით სუფთა.დედაჩემო, ნახვამდის,ხშირად გამიხსენე!გახსოვს, როგორ ვხატავდიმთვარის ეტლის ცხენებს?
ორშაბათის ღამეშიდე, თვალს მივეფარე.აღარ დავბრუნდები შინ,წამიყვანა მთვარემ.
ბედიანიძე დალილა

ბედიანიძე დალილა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი