პოეზია · ლირიკა
* * * საზამთრო გავჭერი და საზამთრომ წითლად გაიცინა
საზამთრო გავჭერი და საზამთრომ წითლად გაიცინადა საზამთროს ნაჭერს თესლები მოკაშკაშე ვარსკვლავებს უგავდადა ცა იყო გაჭრილი საზამთროსფერი.მკვდრის მზე ჩადიოდა,ცოცხალთა მზე ამოდიოდა.ჩვენ ვისხედით ვერანდაზე და ჩვენს შორისიყო საზამთრო მოცინარი.ჩვენც ვიცინოდით და საზამთროს შევექცეოდით.მერე სურათი გადავიღეთდა სურათმა სამუდამოდ დაგვიმახსოვრავერანდაზე საზამთროს ჭამის დროს.თითქოსდა არაფერია საზამთროს ჭამა,მაგრამ ხანდახან ჩვენს ბედნიერებასაც ბევრი არ უნდა,ხანდახან ჩვენს სიცოცხლესაც ბევრი არ უნდა,ხანდახან ჩვენ გვავიწყდება წუთისოფლის ვაი-ვუიდა ერთად ვსხედვართ, ჩვენს სიხარულს შევხარით,ვუსხედვართ საზამთროს ირგვლივ, როგორც კოცონს,რომელიც ელავს ცაზეც, ჩვენს სულებშიც დავიცინით და ვხარობთ და ვხარობთ.