↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ჰოი, რამდენ ქალს ენატრება"

ბედიანიძე დალილა

2026-07-181 წთ საკითხავი2483 ნახვა

—
ჰოი, რამდენ ქალს ენატრება, თქვას სიტყვა `შვილო!~ჰოი, რამდენ ქალს ენატრება, რომ უთხრან `დედა~!შვილი არა ჰყავს, მაგრამ მაინც დედობას ცდილობს...ვინ უწყს უშვილოდ დარჩენილი ქალების სევდა!ჰოი, რამდენ ქალს ენატრება, რომ შვილი ჰყავდეს!რა მოლოდინი, რა ტკივილი მათ ერგოთ ბედად.ღმერთო, შვილი რომ არ გყოლოდა, შეძლებდი ამდენს?ღმერთო, უშველე ამ უშვილო ქალების სევდას!ქვეყნად რამდენი სიხარული არსებობს, ღმერთო,მაგრამ დედობას რა შეედრება!მიეცი შვილი უშვილო ქალს, ო, ღმერთო, შეგთხოვდა დაულოცე ქალად ყოფნის ბედნიერება!
ბედიანიძე დალილა

ბედიანიძე დალილა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი