↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ჩვენი სულები, როგორც მტრედები"

ბედიანიძე დალილა

2026-07-181 წთ საკითხავი2478 ნახვა

—
ჩვენი სულები, როგორც მტრედები,ცისაკენ ერთად მიდიან ახლა.არ დაგვაშოროთ, თქვენ გევედრებით,ვინ უწყის ერთმანეთს როდისღა ვნახავთ!ვინც გვყავდა, ყველა თავისას გვთხოვდა,მხოლოდ სანაცვლოდ _ ხელს თუ გვიწვდიდადა ჩვენ დღითი დღე და ცოტა-ცოტავიპარებოდით დედამიწიდან.ისე ვიცვლებით ყოველცისმარედა მაინც ვრჩებით ისე უცვლელი,რომ ერთმანეთი თუ ვერ ვიცანით,თვითონ იცნობენ ჩვენი სულები.რამდენჯერ შევხვდით, მაგრამ ორივეგავჩუმდით, სხვებთან სიტყვაულევიდა როცა ვდუმდით, ლაპარაკობდნენმონატრებული ჩვენი სულები.სულ ვიყურებით ერთმანეთისკენ,ერთმანეთისთვის დაკარგულებიდა რაც ერთმანეთს ვერ ვაპატიეთ,აპატიებენ ჩვენი სულები.არ დაგვაშოროთ, თქვენ გევედრებით,თქვენ, ვინც აქამდე ჩვენ გზებს გვიცვლიდა!სულ ერთი წამით ჩვენ ვართ მტრედები,გამოპარული დედამიწიდან.
ბედიანიძე დალილა

ბედიანიძე დალილა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი