↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აუ, აფრინდა გუნდი ყორანთა

კალანდაძე ანა

2014-05-121 წთ საკითხავი9508 ნახვა

—
ბერა საზანდარს როცა მომართავს,შენ სევდა გიპყრობს გაუგონარი,ცად აიშლება გუნდი ყორანთა,ლეშის საძებრად წავა ყორანი...მგლისფერ ღრუბლებში გმინვა მოისმისდა ქარიშხალმაც მოითქვა სული...მარტო რად დგახარ, როგორც ონისე,შეგინებული და შერისხული?ბერა საზანდარს როცა მომართავს,სევდა რად გიპყრობს გაუგონარი?აუ, აფრინდა გუნდი ყორანთა,ვაი, ვის გულ-მკერდს დაფლეთს ყორანი.
კალანდაძე ანა

კალანდაძე ანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი