პოეზია · ლირიკა
* * * "ფეხი დამადგით"
ფეხი დამადგით,გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,წყალობა ჰყავით...საქართველოის ყოვლის მყრობელმანვისურვე, დავით...ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდიყურძნის მტევნებით..._ ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო,მიუტევები?ღირსმსახურებდი ქართულ მიწა-წყალს,რაი გადარდებს?გასწიე იგი `ნიკოფსიითგანდარუბანდამდე~...თუ... ეს... მაღალთა თავმდაბლობააოდით და ოდით?თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,რაღა ქნან ცოდვილთსულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდისვერსით მპოველთა?_ ფეხი დამადგით, გულზე დამადგითფეხი ყოველთა...