პოეზია · ლირიკა
* * * "ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა"
ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა,ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა,შხეფს შეაფრქვევს ვარდკაჭკაჭას,ლამაზს, ცისფერთოლიანსა,წამო ჩემთან!უკაცრავად,ვერ გაგყვები ცოლიანსა! –ესალმება ფხოვის ტყეებს,ტყეებს მწვანე მოლიანსა,დაჯირას და უკადრისას,სატყრობელას ჭორიანსა...არაგვისკენ გზას მიიკვლევს,გზას ძალიან შორიანსა.