↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ისევ ბერდედას

კალანდაძე ანა

2010-08-121 წთ საკითხავი9514 ნახვა

—
ჩემო ბერდედავ, ზიხარ ყორესთანდა არწივის თვალს მიდამოს ავლებ.ახლა, საცაა, არხოტიონნიაიყრებიან, ჯვარობას წავლენ...ამღა და ჭიმღა და ახიელი...შეიყრებიან ხატში სოფლები...აღარ ქსოვ წინდას, - შენ თითქოს გესმის,გრძნობ, სოფელს როგორ ამწყალობებენ...შენ... ფეხმორთხმული ზიხარ შუაფხოს,ლამის ასი წლის ზღვართა მისული...სახლჩი დაგინთავ, ბეჩავ, სანთლბიდა ათენგენას ძალას ფიცულობ...ისევ იყნოსე მწარე ბურნუთი,ისევ მოსძებნე წინდის ჩხირები...მაგრამ... შენ ისევ ველურ ყიჟინითჩაგიქროლებენ არხოტვნები...იქნებ... არწივის თვალი გატყუებს?იქნებ... არაგვის ხმაური იყო?თვით შესევიან ქისტების სოფლებს,თუ... მათ ცხენდაცხენ მოჰყვება ღილღო?მათ გაჰყვე... მუხლი შენ აღარ გერჩის,არწივის მზერას მიდამოს ავლებ...ალბათ, საცაა, არხოტიონნიაიყრებიან, ხატობას წავლენ...
კალანდაძე ანა

კალანდაძე ანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი