↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * და... როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს

კალანდაძე ანა

2010-08-121 წთ საკითხავი9509 ნახვა

—
და... როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს,ჩემო კარგო, ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს,- ბედი ჰქონდეს, - თქვა შავთვალა ანგელოსმა,- ბედი ჰქონდეს? ხა... ხა... ხა... ხა... არასოდეს! -თქვა სატანამ, ზღვას ფოლადის ხმალი დაჰკრა,ზღვამ წამიღო, უდაბნოში გამომრიყა...სულში, გულში გრძნობა გაქრა, გრძნობა გაქრა,ქვეყანაზე აღარავინ აღარ მიყვარს...ჰო, როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს,იცი თურმე, ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს,- ბედნიერი იყოს, - უთქვამს ანგელოსსა,სატანამ თქვა:- ხა... ხა... ხა... ხა.. არასოდეს!
1945
კალანდაძე ანა

კალანდაძე ანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი