↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ამ სურით სვამენ

კალანდაძე ანა

2010-08-121 წთ საკითხავი9511 ნახვა

—
"თუ დავიხრჩვები ღვინომ დამახრჩოს,ვგავდე ყაყაჩოს სათისხალიანს....ძლივს მობარბაცებს მთვრალი ყაყაჩო,ომარ ხაიამ!გული თელილი ბედის ფლოქვებითმოკვდა,დადუმდა დიდი ხანია..სულს მაინც შერჩა ღვინო დოქებით,ომარ ხაიამ!სურები შექმნეს შენი ტალახით,ღვინო მოულხენს ყელმოხატულებს...შენი სუნთქვაა ლურჯი ბალახიფეხს რომ უკოცნის ლამაზ ხათუნებს.გულზე გაღვრიან ღვინოს ლოთები,ხეებს შეარხევს ქარი ავყია...ხეებიც სვამენ ღვინოს ფოთლებითდა მთვრალ ყვავილებს გულზე გაყრიან..ლოყაწითელი ვარდის ყვავილიფხიზლობს?!ჩურჩულებს,როგორც მისანი..ვარდთ რომ დათოვეს მიწა ყამირი,ბალღებრ ტიროდა თურმე ნიზამი...ეს სურა შექმნეს შენი ტალახით,-ქართულ მარანში დანახანიაყელმოქარგული ლერწმის ტოტებით...და,რა ხანია,ამ სურით სვამენ ღვინოს ლოთები,ომარ ხაიამ!!
კალანდაძე ანა

კალანდაძე ანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი