პოეზია · ლირიკა
მხედრის ანდერძი
გიორგი ლეონიძე 1899–1966
მე ვიზრდებოდიარწივების გადაყივილში,სიკვდილი მკერდშიმეცა ქერჩშიზღვასთან, ყირიმში.წილი დამიდევ,სამშობლოვ, შენთანშენ სიხარულსა და შენს ტირილში,მარად მაცოცხლე მე შენს ღიმილში...ალისფერ ვარდადჩემი წყლულიჰყვავის ყირიმში;მე მოკირწყლულივიყავ ტყვიით ცეცხლის ყივილში.და მაინც გავდე სიცოცხლის ხიდი,დაგცემ, სიკვდილო, თუ ამიხირდი!არა, სამშობლოვ, მე არ მოვკვდები,შენი თვალები მეფოფინება;შენი ხეების მწვანე ტოტებისიცოცხლის სუფრად გამეფინება.დამშხეფავს შენი წყაროთა ნამი...თუ შენი ნისლი დამესუდრება;ჩემი სიცოცხლე,მზე,დასაბამი,―იქნება შენი თავისუფლება!