↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მხარე ვაზებში გამოხვეული

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2012-09-121 წთ საკითხავი23296 ნახვა

—
ყანა კახური, ათქვირებული,და ყამირები ყარაიისა;ვაზი თორმეტი ფურის ნაწველი,დასხმული ოქროს ბარძიმივითა,
წინანდლის ღვინო დედისრძიანი;თაფლი, ხეებზე ჩამოღვენთილი,ბროწეულის ტყე წყაროებითა;ცა ― არწივების კლანჭით გარტყმული,
მთები ფერადი დროშებივითა,ნაციხარები ქვასისხლიანი...მხარე ― ნათხარი საძირკველების;მხარე ― სარკინე ფალავნებისა,
მხარე ― ვაზებში გამოხვეული...იქ ფერფლი ჰყრია ჩემი ყრმობისა,ფერფლი ლერწამის ნაცარივითა...
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი