↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღმერთო, დამასიზმრე ქალი

თედორაძე დავით

2026-07-181 წთ საკითხავი9864 ნახვა

—
ღმერთო, დამასიზმრე ქალი,მწყურვალს მომიტანოს წყალი,ჩემი მთების მადლფენილიმზით ნაკურთხი წყაროს წყალი.ღმერთო, დამასიზმრე ქალი,ღმერთო, დამასიზმრე ქალი.
ჩაუგორდა სურვილს ნატვრა,შენ რას ფიქრობ ნეტა ახლა...ნეტა ახლა შენს ბაგეებს დამაკონა,ნეტა ახლა,ნეტა ახლა შენგან თქმული _მინდიხარო, _ გამაგონა,მინდიხარო, _ გამაგონა,შენს ბაგეებს დამაკონა,შენს ბაგეებს დამაკონა.
ფიქრებს ვაწყობ ხარისხებად,უშენობა არ იქნება,უშენობამ,უშენობამ დამაღონა,გნახავ, სული აივსება,გათბება და გაიშლება,ნეტა ახლა შენგან თქმული _მინდიხარო, _ გამაგონა,მინდიხარო, _ გამაგონა,შენს ბაგეებს დამაკონა,შენს ბაგეებს დამაკონა.
თედორაძე დავით

თედორაძე დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი