პოეზია · ლირიკა
წვიმა და მეზობლის გოგონა
გაზაფხულის თქეში უშხაპუნებს ფანჯრებს,ყველა აივანი გადმოკიდებს ჩანჩქერსდა მეზობლის გოგოც გაიხარებს მაშინ,წვიმის ასაღებად გავარდება კარში,რომ ხვალ უფრო კარგადთმები ზიმზიმებდეს,რომ ხვალ უფრო კარგადმე ვერ ვიძინებდე.გარეთ ჩიტუნები გაფანტულან წვიმით,მე კი ფანჯარასთან ვერ ვიკავებ ღიმილს,რომ მეზობლის გოგომ პატარა და ტყუპიორად ორი ჩიტი შეიფარა უბით.გარეთ ნიაღვარი ქვებზე აქანავებსჩამოცვენილ ფოთლებს და ქაღალდის ნავებს.მავთულებზე მიჯრით წვეთი წვეთზე ცოცავსდა მე შენსკენ ვატან გაუბედავ კოცნას...