↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უსახელო პოეტს

ჯობავა გვანცა

2026-07-181 წთ საკითხავი2272 ნახვა

—
ამ დილით ბიჭი გადმოხტა სახურავიდან.ალბათ ახლა უკვე დასტირის დედასხეულს სულის გამმეტებელს.ცხრამეტი გაზაფხული რომ დაჰყოლია ბედად.
პოეტი ყოფილაო... წვიმასავით გადაესხამთელ ქალაქს ახალი ამბავი.ქალაქმა ქოლგები მოიმარჯვა და აიცილა,ჩამოცურდა ქოლგებიდან და მიწას შეახმა.დილით მენაგვემ ცოცხით შეაგროვა დაგადაყარა, როგორც ნაგავი.
ცხოვრობდა პოეტი და დარჩა სიცარიელე.იყო სიცარიელე და დაივიწყეს.ან იქამდე ახსოვდა კი ვინმეს?!..
და მეც ერთი უნიჭო, უსახელო არტისტი,ყოველდღე გამოვდივარ სცენაზე დასიცარიელეს ვთამაშობ.ისე, რომ არც კი ვიცი,სჭირდება კი "არაფერს" შემსრულებელი?!..ჰოდა, მიმიშვით უსახელო არტისტი,უსახელო პოეტის ნაცრემლარი დავაშრო...წასული პოეტის "არაფერი" ვითამაშო...
გუშინ ბიჭი გადმოხტაო სახურავიდან,ცა ახლა მის სულზე ქარებთან კამათობს,ხალხი კი უბრალოდ იტყვის, რომ, საბრალო,ცხოვრებით დათვრა და უდროოდ წავიდა.

ჯობავა გვანცა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი