↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

განვლილი გაკვეთილი (მარიამს...)

ჯობავა გვანცა

2026-07-182 წთ საკითხავი2269 ნახვა

—
მე თავშესაფარში დავიბადე,აქვე ავიდგი ფეხი, აქვე გავიზარდე,ბევრს ალბათ ჰგონია, რომიმდენად დავიღალე, მინდა ვქურდობდე,მქონდეს ფული და სხვებს ამით ვგავდე.არადა, იმდენად მოვიწყინე, მინდაყოველ დღე მოდიოდეს ჩემთან წვიმა,ჩამყავდეს ჩემს მინდორში, ვისხდეთ,მიყვებოდეს ამბებს იქეთურს და აქეთურს,ვკრეფდეთ ყვავილებს, ვიღებდეთ ფოტოებს,ხელჩაკიდული დავრბოდეთ და წვიმატოვებდეს ჩემს გულში ნაფეხურს.და ვამბობდე: არა, კი არ დავიღალე,უბრალოდ მე უკვე გავიზარდე,და ვისწავლე როგორ შევაგროვო მუჭში წვიმა,და თუკი არ ვგავდით თავიდანვე,მე და წვიმა,დღეს უკვე ვიცი როგორ ვწვიმდე მზიან ამინდში,როგორ ვბანდე მზეს ხელებს და როგორარ მციოდეს,როცა ჩემს ფანჯრებს ზამთრის პირველი ყინვამკლავებს შემოხვევს,ვისწავლე როგორი არასიტყვაა “მინდა”,როდესაც ვერაფრით ვერ მოიყვან ზამთარშიგაზაფხულს.როცა ვერაფერი გშველის მარტოობითდაზაფრულს,როცა უბრალოდ გცივა, გშია და აღარც კი გახსოვს,რომ სულ ორად-ორჯერ თუ გაჭამეს ბამბის ნაყინი,როცა ათასში ერთხელ შემოყოფენ ცხვირს შენს ოთახშიამვლელ-ჩამვლელები, გეკითხებიან: რა, მოიწყინე?შენ კი თვალებს ძირს ხრი, გულში პასუხობ: ალბათ დამცინი...ხმას კი არ იღებ... ხმას კი არ იღებ...ისინი ყოველთვის მიდიან, მე მუდამ ვრჩები...არადა, კი არ დავიღალე,უბრალოდ მე უკვე გავიზარდე,ვისწავლე როგორ შევაგროვო მუჭში წვიმა,და ახლა ამ მუჭში შეგროვილი წვიმისდალევას ვსწავლობ სულმოუთქმელად.არადა, კი არ დავიღალე, უბრალოდ მინდაყოველ დღე მოდიოდეს ჩემთან წვიმადა გაწვდილ პეშვებს წვიმით მივსებდეს.აი, საცაა, ზამთრის პირველი ყინვაჩემს ფანჯრებს მკალვებს შემოხვევს,მე – სითბონაკლული კი ვზივარ დაგანვლილ გაკვეთილს ვიხსენებ:როგორ არ უნდა მციოდეს?!როგორ არ უნდა მციოდეს?

ჯობავა გვანცა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი