პოეზია · ლირიკა
მასხარა
იცი, როგორი დიდგულაა დედამიწაჩემი ფანჯრიდან?!..ამომიჩემა...ვხუჭავ ფანჯრებს, დარაბებს, თვალებს,ვხუთავ ოთახს და ვეღარც ვსუნთქავ,ვეღარც ვანათებ.გამომიყენა,თითქოს ჩემმა არარაობამდა მომატყუა,და დამაჯერა,რომ სიყვარული ანგრევს დარაბებს.ვერ დავანგრიე.ძირგახვრეტილი დოქივით დამეღვარათურმე მთელი სიყვარული -რისიც სჯეროდათ.და შევრჩი ასე შიშველი ხელებითჩემს არარაობას.გამოაძევეს ჩემი გული გრილი ჩეროდან,გადაუძახეს გამეტებით სადღაც უფსკრულში.ვეღარც ვდარდობ... და აღარც მტკივა.ყოველ დილით ვიღებები როგორც მასხარადა ვიმეტებ ჩემს თავს არარაობისთვის.არა, დიდებას!არა, გამარჯვებას!არა, სიყვარულს!გავდივარ ქუჩაში. თითოოროლა ნაცნობი თუგაიფიქრებს: როგორ გამხდარა...და ჩაივლის. მე კი მეორე დღესუფრო მეტად ვიღებები, რომ ვერავინ მიცნოს,რომ თავისუფლად ვიმათხოვრო ქუჩის კუთხეში,ვიმუშავო ზოგჯერ მენაგვედ და არ ვიდარდო.მერე რა მოხდა, თითქოსრამე იყოს მარადიული დედამიწაზე.სამაგიეროდ,ამ ფულით ვიყიდი ფერად ბურთებსდა ერთ ნომერს მაინც შევასრულებ თვალდახუჭული.ვიღაც ხომ მაინც გაიცინებს.ვიღაცას უბრალოდ შევებრალები.და იცი, მეარ მეშინია იმის, რომ უიმედოა დასასრული,რომ მასხარას პირველივე ტრაგიკულ დაცემასმქუხარე ტაშით შეეგებება მაყურებელი.მასხარამ იცის,რომ მაყურებელმა არ იცისტაშის მიზეზი...მაყურებელმა არ იცის, როგორი დიდგულაადედამიწამისი ფანჯრიდან.ამოიჩემა...