პოეზია · ლირიკა
მე თასმინი ვარ
მე თასმინი ვარმე თასმინი ვარ _ ებრაელი,ფაშისტების სასაკლაოდან...გამოვაღწიე...მე თასმინი ვარ _ თავჩაღუნულითქვენი მსხვერპლი, რომ მომძახოდით,თავი ასწიე,გაყურებინოთ როგორ დავხვრეტთშენს მშობელ მამას!თვალდახუჭული ვიწყებდი მზესთანნერვიულ თამაშს...მაგრამ მზეს ესროლეს! ესროლეს მზეს!და ჩაქრა...გავახილე...სისხლი სდიოდა ზეცის საფეთქლებს...მზე კი, აქციეს ნაცრად... გაქრა,შეერია ზეცის ნაწილაკებსდა მამაჩემის ფერფლით გათოვდა...თოვლში მომწყვიტეს დედის კალთას,ზუსტად მაშინმუჭში რომ ვაგროვებდი თოვლს დამამა ხელის გულით დამქონდა.დედა? დედა არ ვიცი, ალბათ გათხოვდამამაჩემის ფერფლზე და გაწვიმდა,რომ დაელბო ჩემი ნაგვემი სხეული,რომ ჩაექრო შეშასავით შენთებულიადამიანების კოცონი და დაეძახა:იყავით წყეული! იყავით წყეული!მას შემდეგ ყოველ ღამე გვამებთან მძინავს,(მეც ხომ გვამი ვარ),დილით მაკიაჟს სისხლით ვიკეთებ,ყოველ საღამოს სისხლითვე ვიბან...მიწას ეღვრება... მიწა იხრჩობა,გმინავს: გენოციდია!გაიქეცით! გაიქეცით!თორემ მოშივდათ ადამიანებსდა საკუთარი ხორცით ძღებიან!თორემ მოსწყურდათ ადამიანებს,მხოლოდ სისხლს ეძალებიან!გაიქეცით!გავრბივარ... სად?...დედის ხელებითუკანასკნელად დაწნული თმებიმიდევს ბალიშად.სულ მაკანკალებს ბოლო ხანია,მაგრამ არ ვტირი,დედა თვალებში დამიშრა...მე თასმინი ვარ _ ებრაელი,ფაშისტების სასაკლაოდან...მე თასმინი ვარ _ გერმანელიფაშისტიც მე ვარ _ ადამიანი!ომი დამთავრდა!და არ ვიცი წავიდე საით,რადგან გამოდისმკვლელიც მე ვარ,მოკლულიც მე ვარ,და სუიციდიც არ შემიძლია,როცა ისედაც მკვდარი მქვია...ომი დამთავრდა...მხრებით მივათრევურიცხვი მკვდრის დაამდენივე მკვლელისგზასდანაფეხურს...