პოეზია · ლირიკა
დგანან სახლები ზურგით
აღარავინ დარჩა ქალაქში,ნასახლარებად გადაიქცა ყველა უბანი,ყველა სახლი გახდა წყვდიადი,და ჰაერი კი – წარმავალიყველა ქუჩაზე.ვიმარაგებ ბოთლში, ქილაში,ყველა უჯრაში,რომ ვიცხოვრო ორი დღით მეტი,ვიდრე ამბობენ,მეტი არ მინდა.ისინი წავიდნენ: დედები, მამები,დები, ძმები, მეგობრები,შვილებიც წავიდნენ,თუმცა კი ეს უკანასკნელნიარც არასდროს მოსულან ალბათ.წავა ჰაერიც, წავა, მაგრამმაინც ვიცოცხლებ, ასე თუ ისე.ნაბიჯი ერთი, ორი, სამი... მილიონამდე.ყველა ქუჩა იქნება ჩემი,და ყველა სახლიც ამ ქუჩებზე,მაგრამ ამაოდ,სახლები შემაქცევენ ზურგს,რადგან იმათ, ვინც თუნდაცერთხელ მაინც დააღალატეს,აღარ უნდათ ისევ ირწმუნონ.ისინი წავიდნენ: დედები, მამები,დები, ძმები, მეგობრები,შვილებიც წავიდნენ,თუმცა კი ეს უკანასკნელნიარც არასდროს მოსულან ალბათ.და მე ვერასდროს ვერ გავიგებ,რატომ ტიროდნენ მაშინ,როცა ტოვებდნენ სახლებს,რა უხაროდათ მაშინ,როცა ტოვებდნენ სახლებს,რად შემატოვეს ეს ქალაქიასე უხმო, უკაცრიელი.დგანან სახლები ზურგით,ვდგავარ მეც ისე, სხვათაშორისხან ერთ ქუჩაზე, ხან მეორე,ხან მესამეზე,და არა მაქვს თავშესაფარი.მოჩვენებებმა დაიბუდესნასახლარებში და კივიანყოველ ღამე (ტირიან იქნებ).აღარავინ დარჩა ქალაქში,დგანან სახლები ზურგით.მე ვწევარ შუა ქალაქშიზურგზე,და ვიცი, რომ აღარაა საშიში,მაინც არავინ გამოივლის.ვეღარ ჩამთვლიან შეშლილად,რადგან ვერავინ მნახავს,მაინც ვერავინ ეტყვის მეორეს,რომ მე არა ვარ ამ ქალაქისშესაფერისი.დგანან სახლები ზურგით,და რომ შეეძლოთ, დამსჯიდნენ კიდეც,ახლა კი მხოლოდ გაბრაზებითდამგუგუნებენ, მსაყვედურობენ,მახსენებენ, რომ შენ იყავიამ ქალაქში უკანასკნელი,და შენც დაგვტოვე.