↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაგუბებულ გაზაფხულებს

ჯობავა გვანცა

2026-07-181 წთ საკითხავი2269 ნახვა

—
"შენ ხარ - აქამდე რაც უნდა მეთქვა,შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი."
ოთარ ჭილაძე
წვიმად დაგუბებულ გაზაფხულებსფეხებს შფოთიანი ვუტყაპუნებ,გული შევაღე და ვეღარ ვჯაბნიშიგნით შემოპარულ უმადურებს.
სულში დაგუბებულ სიჩუმეებს,ცაზე რიგრიგობით გადმოგიწერ...მოდი, იწამე, რომ არც ვყოფილვარ,ჰოდა, უჩემობაც არ მოგიწევს.
ისე უდროოა აქ ღიმილი,ისე უვადოა ფორიაქი,ლექსად დაწერილი აღსარებაალბათ დამიჯდება... ჰო, იაფი.
ლექსის მიღმა სათქმელ სიმართლეებსშენდობის ლოცვებით დავაპურებ,მე - დღეს შენს ოთახში ფორიაქი,მე - ვინც ვერ ასრულებს დანაპირებს.

ჯობავა გვანცა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი