↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეპოქის შვილები (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)

შიმბორსკა ვისლავა

2012-08-121 წთ საკითხავი643 ნახვა

—
ჩვენ ეპოქის შვილები ვართ.ეპოქა პოლიტიკურია.შენი, ჩვენი, თქვენი,დღის საზრუნავი, თუ ღამის საქმეები -ეს სულ პოლიტიკური საქმეებია.გინდა, არ გინდა,შენს გენებს პოლიტიკური წარსული აქვს,შენს კანს - პოლიტიკური ელფერი,შენს თვალებს - პოლიტიკური ასპექტი.ყველაფერს, რასაც ლაპარაკობ - რეზონანსი აქვს,რაზეც სდუმხარ - მნიშვნელობა გააჩნია,მეტნაკლებად პოლიტიკური.ტყეში თუ სეირნობ,პოლიტიკურ ნაბიჯებს ადგამპოლიტიკურ ნიადაგზე.აპოლიტიკური ლექსიც პოლიტიკურია.და მთვარე, თავზე რომ დაგნათის,ისიც ობიექტია პოლიტიკური."ყოფნა არყოფნა?"ესეც პოლიტიკური საკითხია.შეიძლება ადამიანი სულაც არ იყო,მაგრამ პოლიტიკური მნიშვნელობა გქონდეს,ამისათვის საკმარისია ნავთობი იყო,კომბინირებული საკვები, მეორადი ნედლეულიან თუნდაც სათათბირო მაგიდა,რის თაობაზე თვეობით კამათობდნენ პოლიტიკოსები:მრგვალ თუ სწორკუთხოვან მაგიდასთან ჩაატარონმოლაპარაკება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე.ამასობაში კი ხალხი იხოცებოდა,საქონელი წყდებოდა,სახლები იწვოდადა ნათესები უდაბურდებოდა,როგორც ეს უძველეს ხანაში,ნაკლებად პოლიტიკურ ხანაში ხდებოდა.

შიმბორსკა ვისლავა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი