↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მიცვალებულებთან ურთიერთობა (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)

შიმბორსკა ვისლავა

2012-08-121 წთ საკითხავი639 ნახვა

—
რანაირ ვითარებაში გესიზმრებიან მკვდრები?ხშირად თუ ფიქრობ მათზე დაძინების წინ?
ვინ გეცხადება პირველად?მუდამ ერთი და იგივე?მისი სახელი? გვარი? სასაფლაო? გარდაცვალებისთარიღი?
რას გეუბნებიან, რაო?შენი ძველი ნაცნობები ვართო?ნათესავები? თანამემამულენი?
საიდან მოვედითო? ვინ გამოგვგზავნაო?შენს გარდა ერთდროულად სხვასაც თუ ესიზმრებიან?თავიანთ ფოტოსურათებს თუ ჰგვანან?დაბერებულან დროთა ვითარებაში?გასუქდნენ? გახდნენ?მოკლულნი არიან თუ ჭრილობების მოშუშება უკვემოასწრეს?თუ ახსოვთ მათი მკვლელის ვინაობა?
რა უჭირავთ ხელში - აგვიწერე ის ნივთები.დამპალია? დანახშირებული? ფერფლად ქცეული?რას გამოხატავს მათი მზერა - შიშს? მუდარას? რანაირს?ან იქნებ თქვენ მხოლოდ ამინდზე საუბრობთ?ჩიტებზე? ყვავილებზე? პეპლებზე?თვითონ თუ იძლევიან უსიამოვნო შეკითხვებს?რას ჰპასუხობ, წინდახედული დუმილის ნაცვლად?იქნებ ჯობს, სიზმრის თემა შეიცვალოან დროზე გაიღვიძო?

შიმბორსკა ვისლავა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი