↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტანსაცმელი (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)

შიმბორსკა ვისლავა

2012-08-121 წთ საკითხავი638 ნახვა

—
ვიხდი, იხდის, იხდიან,პალტოებს, კაბებს, პიჯაკებს, ჯემპრებს,შარვლებს, ტრუსებს, წინდებს, პერანგებს,აწყობენ, ალაგებენ, აფენენ, ჰკიდებენ,საკიდურებზე, სკამებზე, ტაბურეტებზე, თეჯირზე;ჯერჯერობითო, - ბრძანებს ექიმი, - საშიში არაფერიაო.დალიეთ, წაისვით, დაიზილეთ, მიიღეთიმ შემთხვევაში თუ, ძილის წინ, ჭამის დროს,გაესინჯეთ ერთი თვის, ერთი წლის, წლინახევრის შემდეგ;აი, ხედავ? შენ კი ღელავდი, ჩვენ კი გვეშინოდა,ეჭვიგვეპარებოდა, არ ვიცოდით;შეგიძლიათ ჩაიცვათ, შეიკრათ, შეიბნიოთჯერაც ისევ აკანკალებული თითებით;ღილები, ქამრები, საყელოები,ამოიღოთ ჯიბეებიდან, ჩანთებიდან, უბეებიდან,დაჭმუჭნული, კოპლებიანი, კუბოკრული, ზოლებიანი;სარკეში ჩაიხედოთ, შეიწმინდოთ, შეიმშრალოთ,და ისევ დაუბრუნდეთ თქვენს ვარგისობას,ასე მოულოდნელად რომ გაგიხანგრძლივეს.

შიმბორსკა ვისლავა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი