↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეტები და პრივატიზაცია

ხაბაზი ამირან

2001-07-121 წთ საკითხავი1459 ნახვა

—
ვაი, ქართული სიტყვის ბრალია,ლექსი გვიკვდება ნათამამარი,ალბათ, სულ მალე, ჩვენს სახლ-გალიასიყიდის ვინმე ნაყაჩაღარი.
და რაღაც გროშად, რაღაც მანეთად,ო, ღმერთო ჩემო, დიდება შენდა,სადაც ლილისფერ სარკმელთა სევდაძვირფას სახელებს ვარდებს აფენდა...
სარკმელს გადაღმა ლალის თვალებითმევედრებიან ნეკერჩხალები,პირველ სართულზე პრინცი ჰამლეტი,დადის ვაჭარი _ წკენტის ვალეტი.
შმაგი ყვავილით ჰყვავის იელი,მღერის ბარძიმთა ყარყარა ყელი,აქ ასი ჩიტი გაფრენას ელის,ასი ბულბული გაწვდილი ყელით.
ხელმწიფევ ზღვათა, გულანშაროთა,ენამზიანო, საქმესვიანო,რადგან ბულბულიც ძმაა ფრინველთა,ქათმის ბაზარზე გაგვყიდიანო...
წუხელ ვტიროდი სამშობლოს ბედზე,ეტრატებს გული გადავუხსენი,როს საქართველო ჰკიდია ბეწვზე,მამულით ვაჭრობს ბევრი უსენი.
საქართველოში ხეცა და ლოდიცთუკი გაჰყიდეს ცოდვის კაცებმა,მე დამიტოვეთ ნეკერჩხლის ტოტი,დავჯდე და მოვთქვა ქვეყნის დაქცევა.
1994

ხაბაზი ამირან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი