↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოძმისა მოძმე ვიქნები

უძილაური ელგუჯა

2026-07-182 წთ საკითხავი6830 ნახვა

—
მზე დასალიერს მისჯარდა,მიდგა გორის ფხის პირადა,მაუხმობს სხივთა კრებულსა,წასულთ ცა-ქვეყნის მზირადა.სალი კლდის მძლავრი მხარ-ბეჭიწყალზე გადმოდგა ჩრდილადა,მუდამ პირქუში, მდუმარი,სტუმრის დამხვედრი ცივადა.კლდე მარტო არწივსა სწყალობს,სამკვიდრო მისცა ბინადა,დღემუდამ ერთად არიან,ერთფერნია და იმადა.მაგათთან ცუდად ხუმრობაბევრს დასჯდომია ძვირადა,ბევრ თავხედს, მათთან მებრძოლსა,სისხლი სდენია წვიმადა.შენ გახარებას, არწივო,ხმა მამცნე შენის გულისა,ფილფო მასსწავლე, თუ ძმა ხარ,ომისა შენებურისა.გულმკერდი დამაკორტნინემომხდურის, მტრადმოსულისა,ნუმც გაუზდავის დედასამოძულე ჩემის რჯულისა.მტერს როგორ მივცა სამშობლო,უფლისად შენავედრები,ვიტ შვილი თავის დედასა,ვლოცავ და თავზე ვევლები.ვცდილობ, არ ვავნო მამულსაჭკვა-გონთა გაუმეცრებით,სჯობს, მოვკვდე, თუკი სიცოცხლემექნება დასაყვედრები.ატასი ჯურის მგელ ტურაჩემს მამულს სამტროდ ეხვევა,ჩემი ცა-ქვეყნის სიტურფეთვალებში ეკლად ეხვევა.ბოროტს კეთილი ამარცხებს, -ჩვენ, კაცნი ვიტყვით ბევრჯელა,მაშ, რად არ მოკვდა ბოროტი,რით ვერ მაისპო ერთხელა?ვეღარც მე შავძლე იმდენი,ჩემი ქვეყნისთვის მეშველა.ვერ შავძლე, ვერ მაურჩინემტრისგან დაჭრილი იარა,ვერ მოვკალ მამულის მტერი,რისხვით ვერ მივწვდი იარაღს.კაცს ომიც უნდა შეეძლოს,მარტო ლაყბობა კი არა.აი, ამ გრძნობით ვიზარდე,ასე მოვედი დღემდინა,ბევრჯელ უვიცი მოძმისგანნაავკაცარი მეწყინა,მაგრამ მაცდურმა სამტროდადანა ვერ ამაღებინა.მზად ვიყავ, უფლის შიშითა,არმოსათმენი მეთმინა.ამ გრძნობით ვივლი მუდამა,ცუდს არ გავივლებ გუმანსა,წაღმა სვლით უნდა ვაჯობო,სოფლის უკუღმა ბრუნვასა.მოძმისა მოძმე ვიქნები,მტრულად დავხვდები დუშმანსა,პირნათელ მივესვენებისამუდმო თავსსთუმალსა.
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი