↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მტერი ვარ მამულის მტრისა

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6831 ნახვა

—
ვინა ხარ? - შორით მიძახაქარმა მტებს გადამდინარმა,დრემუამ დაუსვენარმა,კლდეთა ორწოხში მყვირალმა.
ღრუბლის ქულა ვარ, ქარშავო,მწვერვალებიდან მზირალი,ჩემი ცა-ქვეყნის დარაჯი,იმის სატირალთ მტირალი.
რით მავურჩინო იარა,ჩემი ოცნება ის არი,მტერი ვარ მამულის მტვრისა,მკერდში ნასროლი ისარი.
ვინა ხარ? - ერთი მელექსე,ცუდი არასდროს მიქია,ხატში დამიკლავს საკლავი,ჩონგურზე ლექსიც მითქვია.
არ მიყიდია კაცობა,არც როდის გამიყიდია,სახელი, თემში ნაქები,ყველა სახელზე დიდია.
- რას ეძებ? - მკითხა ქარშავმა, -ნისლებს რო მისდევ კვალზედა?- არწივს დავეძებ, არწივსა,ნამს რო შაიბერტყს მხარზედა,ყვავ-ყორანთ საჯიჯგნავადაკლანჭს რო მაიქნევს მარჯვედა,არ ათარეშებს მამხდურსაიმ თავის მიწა-წყალზედა,ნუმც მაიშლება ძეობაარწივთა საბუდარზედა!
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი