↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მწვერვალთა ნისლად ვშობილვარ

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6834 ნახვა

—
მწვერვალთა ნისლად ვშობილვარ,მგზავრად დავყვები ნიავსა,ხან ცის ლაჟვარდში ვნებივრობ,ხან ჩამოვყვები წვიმასა,ხან მთა-ბარს დავეფინები,მივუალერსებ მძინარსა.ხან მოძმეთ ჭირთა მოზარე,ბალღსაც ვგევივარ, მტირალსა,ხან მწვერვალთ მხრებზე შავდგები,უფალთან მივალ ჩოქითა,დავალოცვინებ მამულსა,მტერმა ვერ ავნოს მტრობითა.ცოდვათა შენდობასა ვთხოვ,ჩემი არი თუ მოძმისა,ბევრჯელ ბოროტის ჩადენაჭკვათა სიმცირით მოგვდევსა
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი