↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნეტა, ამ ტურფა მხარეში

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6828 ნახვა

—
თენდება, სტოვებს სიბნელეჭიუხებს შურთხებიანსა,მტერსამც ნუ გაუთენდება,დილას ნუ ნახავს მზიანსა.რა კარგი სანახავიაჩემი მთა-ბარი დილათა,იმოსებიან მწვერვალნიმზის სხივთა ოქროს შიბითა.ქვემოთ მღერიან ჩანჩქერნი,მორთულნი ბროლის სირმითა,ცას სწვდება გუნდი ფრინველთა,მაცოცხლებელის ჰიმნითა.რა გააჩერებს ნიავსა,სასტუმროდ წაუსვლელადა,რო არა ჰკითხოს ამბავიყვავილთ, გადაშლილთ ველადა,მორთულებს საპატარძლოდა,სატრფოსთვის საკოცნელადა.ნეტა, ამ ტურფა მხარეშიდიდხანს სიცოცხლით გვეხარა,ვაი მას, ვინაც მზის მოსვლასხვალ ეღირსება ვეღარა,ვისაც მუხთალმა სოფელმადასდვა სიკვდილის ბეგარა.ღმერთსა ვთხოვ, ხელსანთლიანი,ოცნება ამიხდებოდეს:რო კაცი კაცის ხელითააღარასოდეს კვდებოდეს.ეს მოკლე წუთისოფელიუფრო არ დამოკლდებოდესგონება კაცთა მოდგმისასიცოცხლის აზრსასწვდებოდეს,შურის და მტრობის ნაცვლადასიყვარულს ემონებოდეს,ხარობდეს ია და ვარდი,ნარ-ეკალ-ბარდი ხმებოდეს,სამყაროს კიდით-კიდემდესიკეთე გამეფდებოდეს.
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი