პოეზია · ლირიკა
უკუღმართობა
რა ექნა, იყო ქვა თუ ზეკაცი,ვისთვისაც ზეცა დაპატარავდა.ვისაც არ ჰქონდა სარკმელი მზისკენდა რიჟრაჟებში შუქს იპარავდა!რა ექნა იმას, მგზავრო, მითხარი,ვინც ძვლების ცეცხლი ვერ დაიყოვნა?ვინც იწანწალა მიწაზე დიდხანსდა თავის ჩრდილიც ვეღარ იპოვნა?!ვინც ამ ხრიოკებს ყნოსავდა მარად,ვით ტყის ნადირი, ვით საყდრის გლახა.ვინც მთებს ზევიდან მოსდევდა ბარად,რომ გზებს შეჰყროდა და ევაგლახა.ვისაც გაუწყდა ლოცვით ილაჯი,ჩასწყდა ბავშვობა, ყრმობა, კრებული,ვისაც გრიგალმა ვერ მოაგლიჯაწყვდიადი მკერდზე დამაგრებული?!რა ექნა იმას, ვინც ქვესკნელშიაცსივრცეებს თვალი ვერ მოარიდა!ვინც პირქვე ეგდო ან სიცოცხლიდანთუ გინდ ვარსკვლავებს გაღმა გაფრინდა.ვინც დადიოდა ცრემლგაწუწული,და კრიჭაშეკრულს სძულდა სუყველა...ხედავ, რას ჩადის გულქვა საწუთროდა ყინულივით გულქვა ქვეყანა!