↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * დიდო პოეტო, იერიის ღვიძლო გენიავ!

სამადაშვილი ნიკო

2003-09-121 წთ საკითხავი11411 ნახვა

—
ნიკოლოზ ბარათაშვილსდიდო პოეტო, ივერიის ღვიძლო გენიავ!როგორ გსუსხავდა წარსულ დროთა ყინვა და თოშ,როცა მთაწმინდას ვუმზერ ხოლმე, ასე მგონია:შენი ძეგლია აღმართული საქართველოში.
როცა გავცქერი მტკვრის ტალღების შეწყობილ დენას,ვფიქრობ, ჟამს მოაქვს შენი მწველი ხელთნაწერები.ასი წლის წინათ რა იცოდა მოხუცმა დედამ,თ სამშბლოში იხარებენ შთენილი ძვლები.
ალბათ, მერანმა ფრთები გაჰკრა მარადისობას,რომ ვარსკვლავები ცაში გაჩნდნენ ნაპერწკლებივით,ირმის ნახტომი გაბნეული ღამის ნისლებზე,თითქოს ბუღია ავარდნილი ღამის ჭენებით.
შენი ხსენება ყველა კაცის გულს დაერევა,უკვდავებისკენ გაფრენილო ბედნიერებავ!

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი